ახალი ამბები
ჯირკველიშვილის მერობის დროს ქალაქ გორში 26 ქუჩა მოასფალტდა
ქალაქ გორში, 2014 წლიდან დღემდე, 26 ქუჩა მოასფალტდა.

ამის შესახებ ქალაქის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, 26 ქუჩის სრული რეაბილიტაციის გარდა, დამატებით, 13 ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზეც შეიცვალა ასფალტის საფარი.

ამჟამად, მიმდინარეობს კიდევ 7 ქუჩის მოასფალტება.

ჯამში, ჯირკველიშვილის მერობის პერიოდში, 18 კმ სიგრძის ქუჩა მოასფალტდა.

ამისათვის 12 მლნ ლარი დაიხარჯა.

სულ ქალაქ გორში 158 ქუჩაა, მათი საერთო სიგრძე 82,7 კმ.-ია


Print

სტატიის გამოყენების პირობები