მიმდინარე წლის იანვრიდან მაისამდე ქალაქ გორს 24 083 ტურისტი
ეწვია.
ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მერიიდან აცნობეს.
პრეს-სამსახურის ცნობით, წლევანდელი მონაცემები გასული წლის
ანალოგიური პერიოდის სტატისტიკას ორჯერ აღემატება.
2016 წლის მაისამდე გორში 11 681 ტურისტი, ხოლო, 2017 წლის იგივე
პერიოდში, 24 083 უცხოელი მოქალაქე ეწვია.
უფრო კონკრეტულად:
მაგალითად, შარშან, მხოლოდ აპრილში ქალაქში, ოფიციალურად, 4 827
ტურისტი დარეგისტრირდა, 2017 წლის აპრილში, მათმა რაოდენობამ 10 289
შეადგინა.
ჯერ-ჯერობით, აპრილის თვე, მიმდინარე წელს, პიკად ითვლება.
სტატისტიკა ქალაქის მერიამ ტურისტული ცენტრისა და სტალინი
სახლ-მუზეუმის მონაცემებზე დაყრდნობით შეადგინა.
სტატიის გამოყენების პირობები