ახალი ამბები
,,ლომჭაბუკის" ავტორი ძეგლთან მულტიკულტურული სივრცის მოსაწყობად მერიასთან ითანამშრომლებს
ქალაქ გორის მერიას არქიტექტორი ვახტან დავითაია ეწვია.

ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში აღიარებული და, შემდეგ, დამოუკიდებელ საქართველოში არაერთი პრემიისა და ჯილდოს მფლობელი ხელოვანი გორის მერიასთან ახალ პროექტზე ითანამშრომლებს.

ამის შესახებ გორის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა თავისი მუშაობის ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა.

ჯირკველიშვილის თქმით, ,,ლომჭაბუკის" ტერიტორიაზე მულტიფუნქციური კულტურული სივრცე მოეწყობა.

მონუმენტი კი, რომელსაც ოფიციალურად ,,გამარჯვების" მემორიალი ჰქვია, ვახტანგ დავითაიას ავტორობით მოქანდაკე ელგუჯა ამაშუკელმა ააგო.

ქალაქის ხელმძღვანელის თქმით, ლომჭაბუკის ტერიტორია არასდროს უნდა გადაიქცეს საცხოვრებელ უბნად.

აქ მოეწყობა საგამოფენო-სივრცეები, კვების ობიექტები და ტურისტული ინფრასტრუქტურა.

ხელოვნებათმცოდნე თამარ შავგულიძე წერს, რომ ,,გამარჯვების" მონუმენტი უნიკალურია საქართველოში.

იგი მოქანდაკე ელგუჯა ამაშუკელმა 1982 წელს ააგო.

,,განსაკუთრით უნდა აღინიშნოს თავად მოქანდაკის მიერ შერჩეული ქანდაკების „წასაკითხი“ რაკურსი - ლომზე ამხედრებული, სამხრეთისკენ მსწრაფი ჭაბუკი „ხსნის“ საფეხურებად დაქანებული საბრძოლო გოდოლებში დაფარულ მტრის დაუნდობლად შემმუსვრელ ენერგეტიკას და გორის ციხის კომპლექსის მახასიათებელ ელემენტად და მის ორგანულ გაგრძელებად ფორმირდება. ეს ერთი მაგალითიც კი ცხადყოფს მოქანდაკის უნარს დაიმორჩილოს არა მხოლოდ სივრცე, არამედ დაიმორჩილოს დროც" - წერს თავის წიგნში თამარ შავგულიძე.



Print

სტატიის გამოყენების პირობები