ახალი ამბები
ხოვლეში სკოლის მშენებლობა ,,ბლოკ ჯორჯიამ" არ დაასრულა (PHOTO/VIDEO)
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში ახალი სკოლის მშენებლობა 2017 წლის 24 ივლისს უნდა დასრულებულიყო.

ადგილზე მისულ ჟურნალისტებს, კორპუსის, მხოლოდ,  საძირკველი დახვდა.

სპორტული დარბაზის მშენებლობის ადგილას კი, ტრანშეებია გათხრილი. ის ამჟამად ბალახითაა დაფარული.

მშენებარე და, თანაც, ღიად დარჩენილ ობიექტზე ადგილობრივი ბავშვები თამაშობენ.

სკოლის მოსწავლეები პირველ კორპუსში სწავლობენ, რომელიც  2013 წელს გაიხსნა.

სკოლის დირექტორის თქმით, ძირითად ადმინისტრაციულ კორპუსში, მხოლოდ, 6 საკლასო ოთახია მოქმედი.

,,მოსწავლეები ორ ცვლაში დადიან, მოვახერხეთ რომ სასწავლო პროცესები ნორმალურად წარმართულიყო" - აცხადებს იგი.

რაც შეეხება დაუმთავრებელ მეორე კორპუსს, გამგებლის წარმომადგენელი სოფელ ხოვლეში, თამაზ ხუციშვილი ამბობს, რომ, სამუშაოების არასათანადო შესრულების გამო, კომპანია სახელმწიფომ ჩამოაცილა.

,,თავიდანვე ვერ ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას, ამიტომ, სახელმწიფომ ჩამოართვა ტენდერი. ეს პროექტი 2 მლნ ნახევარი ლარის ღირებულებისაა. როგორც მე ვიცი, უახლოეს დღეებში ახალი ტენდერი გაიმართება და კომპანიაც გამოვლინდება" - აცხადებს თამაზ ხუციშვილი.

მეორე კორპუსისა და სპორტული დარბაზის მშენებლობა 2016 წლის პირველ აპრილს დაიწყო.






Print

სტატიის გამოყენების პირობები