ახალი ამბები
კულტურის ცენტრის მენეჯერად საკრებულოს წევრი დავით წეწვაძე დაინიშნა
გორის საკრებულოს წევრი დავით წეწვაძე ახალი ,,აიპის" - არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირის, ,,ახალგაზრდული განვითარების ცენტრის" მენეჯერად დაინიშნა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მერიიდან აცნობეს.

მერიის წარმომადგენლის ცნობით, საშტატო ნუსხა ახალგაზრდული კულტურული განვითარების ცენტრს  2 ივნისს დაუმტკიცდა.

ახალი ნუსხის მიხედვით, დავით წეწვაძეს 1000 ლარიანი სამსახური შესთავაზეს.

ფუნქციების მიხედვით, დავით წეწვაძემ ვლადიმედ შუღლიაშვილი შეცვალა, რომელსაც 2014-2017 წლებში აღნიშნული პოსტი, აიპის რეორგანიზაციამდე ეკავა.

პირველ ფოტოზე:იზი ყაზიშვილი (კულტურის ცენტრიდან გათავისუფლებული თანამშრომელი); ლექსო ვალიაური (კულტურის ცენტრის ყოფილი დირექტორი) დავით წეწვაძის დაბადების დღეზე.

მეორე ფოტოზე: დავით წეწვაძე კულტურის ცენტრის ახალ დირექტორთან

Print

სტატიის გამოყენების პირობები