ახალი ამბები
ბოლო სამი თვის განმავლობაში გორს 100 ერთეული მყარი ნარჩენების კონტეინერი დაემატა
ბოლო სამი თვის განმავლობაში ქალაქს  100 ერთეული მყარი ნარჩენების კონტეინერი დაემატა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ,,კეთილმოწყობის სამსახურიდან" აცნობეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის გიორგი ჯაბიშვილის ცნობით, კვერნაკის დასახლებაში, სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე დამატებით 10 ერთეული ღია ტიპის ურნა განთავსდა.

,,ა(ა)იპ ქალაქ გორის მერიის ,,კეთილმოწყობის სამსახური"  აქტიურ რეჟიმში აგრძელებს, როგორც დასუფთავებითი სახის ღონისძიებებს, ასევე,  ქალაქის მასშტაბით სკვერებში არსებული შადრევნების განახლება - რეაბილიტაციას" - აცხადებს ჯაბიშვილი.

მისი განმარტებით, ახალი ხელძღვანელის, გივი კობახიძის აქტიურობით, რეაბილიტაცია ჩაუტარდა სტალინის ბაღის, თეატრის სკვერისა და შიოს წყაროსთან არსებულ შადრევნებს.

,,მასშტაბური დასუფთავების აქცია ჩატარდა ცხინვალის გზატკეცილზე ე.წ. ვოლოგდის დასახლებაში, პაპიტაშვილის ქუჩაზე და, ასევე, გაიწმინდა მდინარე მეჯუდას მიმდებარე ტერიტორია.  დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა ბარათაშვილის ძეგლის და მე- 9 სკოლის მიმდებარე ტერიტორია."- აღნიშნავს ჯაბიშვილი.





Print

სტატიის გამოყენების პირობები