ახალი ამბები
მდინარე მეჯუდას სანაპიროზე ასფალტის ნარჩენები დაყარეს
ქალაქ გორში, მდინარე მეჯუდას სანაპიროზე, ასფალტის ნარჩენები დაყარეს.

ერთ-ერთი კომპანიის მანქანებით მიტანილი სამშენებლო მასალა ,,კეთილმოწყობის სამსახურის" თანამშრომლებმა საკუთარი მანქანებით გაზიდეს, რასაც დამატებითი სახსრები დაჭირდა.

ფაქტი ფოტოზე, სწორედ, აღნიშნული სამსახურის წარმომადგენელმა დააფიქსირეს.

ნაგვის დამყრელი სამშენებლო კომპანიის სახელი უცნობია.

გორის მერიის მიერ შედგენილი პროექტის მიხედვით, ასფალტის მწარმოებელი კომპანია ვალდებულებას იღებს ნარჩენები მინიმუმ 5 კმ მანძილზე გაიტანოს.

ქალაქში ასფალტის სამუშაოებს, ძირითადად, ორი ერთმანეთის ნათესავი ოჯახის, იოსებ მაკრახიძისა და შოთა აბულაძის კუთვნილი კომპანიები აწარმოებს.

,,ქალაქ გორის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლების, მიერ, მდინარე მეჯუდას მიმდებარე ტერიტორიაზე, ხელოვნურად შექმნილი ნაგავსაყრელი დასუფთავდა."- აცხადებენ კეთილმოწყობის სამსახურში.





Print

სტატიის გამოყენების პირობები