ახალი ამბები
ბათუმის მიმართულებით ,,შტადლერის" მატარებლით 1-ლი კლასით მგზავრობა 60-დან 99 ლარამდე ეღირება
ზაფხულის სეზონზე თბილისი-ბათუმის მიმართულებით მატარებლის ბილეთების ფასები

1 ივლისიდან 15-20 სექტემბრამდ ბათუმის მიმართულებით მატარებლების ბილეთების ფასები შეიცვლება.

„შტადლერის“ მატარებლებზე 1-ლი კლასის ბილეთი - 60 ლარი, მე-2 კლასი კი 24 ლარი, ხოლო ბიზნეს კლასი - 99 ლარი ეღირება.

ჩვეულებრივ ჩქაროსნული მატარებლების ბილეთების ფასი კი 1 ივლისიდან პირველ კლასზე - 40, ხოლო მე-2 კლასზე - 23 ლარი იქნება.

„წლევანდელ სეზონზე ფასები ისეთივე იქნება, როგორც წინა ზაფხულს. განსხვავებული და შედარებით მაღალი იქნება ორსართულიანი „შტადლერის“ მატარებლის 1-ლი კლასის ბილეთების ღირებულება. გასულ წელს ახალი მატარებლები ზაფხულის სეზონზე შემოვიყვანეთ და რადგან რეისები ჩაანაცვლეს და სატესტო რეჟიმში მუშაობდნენ, ფასების კორექტირება აღარ მომხდარა. წინა წელს ახალ მატარებლებზეც ისეთივე ფასი იყო, როგორიც ძველ ჩინურ მატარებლებზე და ბილეთები 40 და 23 ლარი ღირდა“, - აღნიშნეს რკინიგზის ცხელ ხაზზე.

ამჟამად, პირველი კლასის მატარებლების ბილეთი - 25 ლარი, მე-2 კლასის კი 18 ლარი ღირს ხოლმე.

წყარო იხ. აქ:
Print

სტატიის გამოყენების პირობები