ახალი ამბები
მუნიციპალიტეტებმა ნარჩენების მართვის 5-წლიანი გეგმა უნდა შეიმუშავონ
2017 წლის ბოლომდე თითოეულმა მუნიციპალიტეტმა, მის ტერიტორიაზე წარმოქმნილი მუნიციპალური ნარჩენების მართვის შესახებ, 5-წლიანი გეგმა უნდა შეიმუშავოს.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ეკატერინე გრიგალავა შიდა ქართლის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს ნარჩენების მართვის კოდექსით მუნიციპალიტეტებისთვის გათვალისწინებული ვალდებულებების, ეროვნული სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის პრიორიტეტული მიმართულებისა და აქტივობების შესახებ ინფორმაცია გააცნო.

შეხვედრა კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) ორგანიზებით გაიმართა.

აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID ) ფინანსური მხარდაჭერით საქართველოს სამ რეგიონში (კახეთი, აჭარა, შიდა ქართლი და ქალაქ თბილისი) დაიწყო პროგრამის ნარჩენების მართვის ტეხნოლოგიების მეორე ფაზის ( WMTR II ) განხორციელება.

პროგრამა დაეხმარება საქართველოს მთავრობას ნარჩენების მართვის კოდექსის, ნარჩენების მართვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მოთხოვნების შესრულებაში, იმისათვის რომ ქვეყანაში დამკვიდრდეს ნარჩენების მართვის თანამედროვე სტანდარტი, რომელიც საქართველოს ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებასთან იქნება შესაბამისობაში.

მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმა უნდა შეესაბამებოდეს 2016 წლის 1 აპრილის საქართველოს მთავრობის №160 დადგენილებით დამტკიცებულ ,,ნარჩენების მართვის 2016-2030 წლების ეროვნულ სტრატეგიასა“ და ,,ნარჩენების მართვის 2016-2020 წლების ეროვნულ სამოქმედო გეგმას“.

თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრები საქართველოს ყველა რეგიონში ეტაპობრივად გაიმართება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები