ახალი ამბები
ჰაერის დაბინძურების კუთხით საქართველო პირველ ადგილზეა
ჰაერის დაბინძურებისგან, ყოველწლიურად, მსოფლიოში 6,5 მლნ ადამიანი იღუპება.

ამის შესახებ საერთაშორისო ენერგეტიკულმა სააგენტომ სპეციალური ანგარიში გამოაქვეყნა.

ანგარიში 2016 წლის მონაცემებს ეყრდნობა და მსოფლიოში არსებულ ჯანდაცვის კრიზისს უკავშირდება.

დაბინძურებული გარემო, ფილტვის კიბოდან დაწყებული გულის დაავადებებით გაგრძელებული, საბოლოოდ, ადამიანების სიკვდილით მთავრდება.

ანგარიშში მოცემულია გრაფა, რომლის მიხედვით, ჩამოთვლილ ქვეყნებში ჰაერი სასიკვდილოდაა დაბინძურებული.

აღნიშნულ ქვეყნებში ჰაერი დიდი ოდენობით გოგირდის დიოქსიდს (SO2), აზოტის ოქსიდებს (NOx), მტვრის ნაწილაკებს (PM) და საწვავის წვისგან გამოწვეულ ნარჩენებს შეიცავს.

იქვე აღნიშნულია, რომ ეს დაბინძურება არ უკავშირდება სითბურ ეფექტს და კლიმატურ ცვლილებებს.

მსოფლიო ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, ჰაერის დაბინძურებისგან 100 000 მოსახლეზე ყველაზე მეტი რაოდენობა ჩინეთსა და ინდოეთში იღუპება, თუმცა, ეს გამოწვეულია მოსახლეობის რაოდენობის სიდის გამო.

მაგრამ, საქართველოში, ბოსნიაში, ჰერცეგოვინასა და ჩრდილოეთ კორეაში, მოსახლეობის რაოდენობასთან მიმართებაში გარდაცვლილ ადამიანების რაოდენობა მაღალია.



და მაინც რატომ მოხვდა დაბინძურებულ გარემოს შორის საქართველო პირველ ადგილზე?

ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში ბოლო ათწლეულების მანძილზე, ისედაც, მოძველებული მანქანები იყენებენ უხარისხო საწვავს და ფაქტობრივად ქვეყანაში დაბინძურების ტესტირება  არ არსებობს.

ანგარიშის ავტორები მიუთითებენ, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, მანქანების რაოდენობა ქვეყანაში გაორმაგდა.
ასევე, მოუწესრიგებელი სატრანსპორტო სისტემა, როგორც კერძო, ასევე, საზოგადოებრივი.

საზღვარგარეთ შეძენილი მანქანები მეორადია. ბევრი მანქანა დიზელის ძრავზე მუშაობს.

საავტომობილო გზების ტესტირება არ არის საქართველოში მომუშავე და შედეგად, ავტომანქანების უმეტესობა ცუდ მექანიკური მდგომარეობაშია.

ასევე შეჩერებულია გამონაბოლქვი აირების პერიოდული ტესტირება. 

მანქანის მფლობელებს, როგორც წესი, გააჩნიათ დაზიანებული კატალიზური კონვერტორები, რომლებიც არ შეიცვლება და არ შეცვლილა, რის შედეგადაც ავტომანქანაზე მაღალი გამოსხივება ხდება.

საქართველოს ქალაქებში კვლავ პრობლემატურია ტრაფიკის მართვა და ხშირია საცობები. ყველა ეს ფაქტორები საქართველოში საავტომობილო ტრანსპორტის მაღალი ემისიების განვითარებას იწვევს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები