ახალი ამბები
ფერმერი ქალები გამყოფ ხაზიდან
ფატი კობერიძე, რომელმაც კნოლევი 2008 წლის ომის დროს დატოვა, სოფელში დაბრუნებას და ფერმერული მეურნეობს დაწყებას აპირებს. მისი აზრით, კენკროვანი ხილის მოყვანა და კოოპერატივის გახსნა ადგილობრივ ქალებს სამუშაო ადგილებს შეუქმნის და სოფელში დარჩენის ინტერესს გაუჩენს.

ეს იდეა ფატი კობერიძემ კაჭრეთში შეკრებილ ფერმერ ქალთა ასოციაციის წევრებს გააცნო და ასოციაციის თავმჯდომარისგან მხარდაჭერის პირობაც მიიღო. ირინა ფხოველიშვილის თქმით, კონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრებ ქალებს განსაკუთრეული ყურადღება და ხელშეწყობა სჭირდებათ.

კაჭრეთში გამართულ ღონისძიებაზე დასასწრებად ქალები საქართველოს თითქმის ყველა კუთხიდან ჩავიდნენ. ორგანიზაციის წევრებმა 2-წლიანი მუშაობა შეაჯამეს.

პარალელურად, ორგანიზაციის წესდებაში ცვლილებები შეიტანეს და ახალი წევრები დაიმატეს, მათ შორის, შიდა ქართლიდან. ასოციაციის გამგეობის წევრად კარალეთის დევნილთა დასახლებაში მცხოვრები ლარისა ქევხიშვილი აირჩიეს.

ავტორი: ნინო ჩიბჩიური

Print

სტატიის გამოყენების პირობები