ახალი ამბები
კონკურსი რეგიონული მედიის ჟურნალისტებისთვის

 

კონკურსი ორგანიზებულია სახალხო დამცველის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ცენტრის მიერ, გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისათვის საქართველოში“ ფარგლებში. 

 

კონკურსი ცხადდება რეგიონულ ტელევიზიაში, რადიოში, ბეჭდვით და ონლიაინ გამოცემებში მომუშავე ჟურნალისტებისთვის / ბლოგერებისთვის.

 

კონკურსში მონაწილეობისათვის ჩამოტვირთეთ და შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა (სააპლიკაციო ფორმისგადმოწერა).


წარმოადგინეთ სტატია ან სიუჟეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა უფლებებსა და მდგომარეობაზე, რომელიც რეგიონულ მედიაში გამოქვეყნდა ან ეთერში გავიდა/გავა 2014 წლის 1 იანვრიდან 20 სექტემბრამდე.

 

მასალა უნდა წარმოადგინოთ შემდეგი ფორმატით:

 

ტელე და რადიო სიუჟეტი: მასალის ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 10 წუთზე მეტი. სიუჟეტი წარმოადგინეთ CD-ზე ან  DVD-ზე. ასევე სააპლიკაციო ფორმაში მიუთითეთ URL (თუ არსებობს), სადაც შესაძლებელი იქნება თქვენი მასალის ნახვა.

 

საგაზეთო სტატია: სტატიის მოცულობა უნდა იყოს არანაკლებ 500 სიტყვისა. წარმოადგინეთ გაზეთი ან ჟურნალი, სადაც დაიბეჭდა სტატია. ასევე სააპლიკაციო ფორმაში მიუთითეთ URL (თუ არსებობს), სადაც შესაძლებელი იქნება თქვენი მასალის ნახვა.

 

ონლაინ სტატია/ბლოგი: სტატიის/ბლოგის მოცულობა უნდა იყოს არანაკლებ 300 სიტყვისა.  წარმოადგინეთ ვებ-გვერდიდან ამობეჭდილი ვერსია.  ასევე სააპლიკაციო ფორმაში მიუთითეთ URL (თუ არსებობს), სადაც შესაძლებელი იქნება თქვენი მასალის ნახვა.

 

შევსებული სააპლიკაციო ფორმა და საკონკურსო მასალები მოგვაწოდეთ შემდეგ მისამართზე:

 

თბილისინინო რამიშვილის ქუჩა 6.

სახალხო დამცველის აპარატიშეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ცენტრი

ან ელ-ფოსტა: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it

მიუთითეთ თემა – მედია კონკურსისათვის

საკონკურსო მასალის შემოტანის ბოლო ვადა:  2014 წლის  30 სექტემბერი.


საკონკურსო მასალებს შეაფასებს სახალხო დამცველის მიერ მოწვეული სპეციალური კომისია, რომელის შემადგენლობაშიც არიან წამყვანი ნაციონალური სატელევიზიო არხის, რადიოს, გაზეთის/ჟურნალისა და ონლაინ მედიის წარმომადგენლები.  გამოვლინდება თითო გამარჯვებული ტელე, რადიო, ბეჭდურ და ონლაინ მედიაში. ჟიურის წევრები შეაფასებენ რამდენად აქტუალურად და სწორად იქნება წარმოჩენილი შემდეგი თემები:

 

  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა უფლებების რეალიზაციის პრობლემების აღწერა და ანალიზი;
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა  მდგომარეობა საქართველოში;
  • წარმატებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების ისტორიები;
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა უფლებების დაცვის დანერგვის საკითხები;
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა მიმართ საზოგადოებაში დამკვიდრებული ნეგატიური სტერეოტიპების კრიტიკული ანალიზი;
  • საზოგადოებაში არსებულ სტერეოტიპებთან ბრძოლის საერთაშორისო გამოცდილება და მისი ასახვა საქართველოში;
  • სახელმწიფოსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა (გოგონათა)/მათ წარმომადგენელთა ურთიერთობების სხვადასხვა ასპექტები.

საკონტაქტო პირი:

 

ნათია ფირაშვილი – სახალხო დამცველის აპარატის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ცენტრის ხელმძღვანელი.

მობ: 577122750

Print

სტატიის გამოყენების პირობები