ახალი ამბები
დღეიდან გორში პარკირების ელექტრონული სისტემა ამოქმედდა
დღეიდან, ქალაქ გორში, პარკირების ნებართვის მისაღებად, ელექტრონული სისტემა  ამოქმედდა და სავალდებულო გახდა.

მძღოლებმა აბონემენტი ,,ლიბერთი ბანკის“ ფილიალებისა და სწრაფი გადახდის აპარატებზე უნდა აიღონ.

უნებართვო პარკირებასა და პარკირების წესების დარღვევაზე ავტომფლობელებს ჯარიმები დაეკისრებათ.

კომპანია ,,სერვისჯგუფის“ წარმომადგენლები, ქვეითად და მოტოციკლეტებით, ქალაქში იმოძრავებენ და პარკირების ადგილებს მონიტორინგს გაუწევენ.

ელექტრონულ ბაზაში ავტომობილის მონაცემებს ამოწმებენ.

,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ მიხედვით გამოწერილ ჯარიმის ქვითრებს დამრღვევი მძღოლები ფოსტის საშუალებით მიიღებენ.

პარკირების სისტემა, რომელიც გორში უნდა ამოქმედდეს, ქუთაისის, თბილისის, ბათუმის და სხვა მუნიციპალიტეტების სისტემების ანალოგიაა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები