ახალი ამბები
,,ბილეთები გაყიდულია!" - გორში მოქალაქეებს სალაროები ცარიელი დახვდათ
ახალგაზრდა ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის გახსნით მატჩისთვის ყველა ბილეთი დღეს უკვე გაყიდულია.

საქართველო-პორტუგალიის თამაშს ,,დილას" სტადიონზე 3700 მაყურებელი დაესწრება.

3700 ბილეთი ერთ დღეში 30 ივნისიდან 1 ივლისამდე გაიყიდა.

სოციალურ ქსელებში მოქალაქეები გადამყიდველებისგან ბილეთების მიყიდვას ითხოვენ.

უამრავ ადამიანს ოთხივე სალარო 1 ივლისს, დღის მეორე ნახევრიდან, ცარიელი დახვდა.

ქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ  ნაწილი www.tkt.ge/u19-ზე გაიყიდა, ნაწილი კი, სალაროებში მერიის დაჟინებული მოთხოვნით წამოიღეს.

ევროპის 19-წლამდელ ფეხბურთელთა ჩემპიონატი 2 ივლისს 20:00 საათზე გორის სტადიონზე გაიხსნება. ჩემპიონატის ფარგლებში ,,დილას" მოედანი 2, 6, 8 და 9 ივლისს ა და ბ ჯგუფის 4 შეხვედრას უმასპინძლებს.

ჩემპიონატი 15 ივლისამდე თბილისშიც გრძელდება.




Print

სტატიის გამოყენების პირობები