ახალი ამბები
ჭალის დასახლებაში მოზარდი ველოსიპედით მანქანას დაეჯახა
ქალაქ გორში, თამარ მეფის გამზირზე, 13-წლის მოზარდი ველოსიპედით ავტომანქანას გვერდით მხრიდან დაეჯახა.

შემთხვევა, გუშინ, ჭალის დასახლებაში მოხდა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული ,,გორმედის" საავადმყოფოში გადაიყვანა.

გადაუდებელი დახმარების შემდეგ, სამედიცინო პერსონალმა გადაწყვიტა, რომ ბავშვის მკურნალობა და ოპერაცია თბილისში გაგრძელებულიყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს.

ამჟამად, დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები