ახალი ამბები
,,აწყურის" მრავალეროვანი ბანაკის პირობები სკრის დევნილთა დასახლებაში გააცნეს
,,აწყურის" საზაფხულო, საერთაშორისო ბანაკი მეხუთე სეზონისთვის დამსვენებლებს ელოდება. 3-დან 13 აგვისტოს ჩათვლით, ქართველ, მოლდოველ, უკრაინელ, ბელორუსიელ, სომეხ და აზერბაიჯანელ ბავშვებს „ევროპული ტოლერანტობის სათავეები - კავკასია 2017“ უმასპინძლებს.

პროექტი „ევროპული ტოლერანტობის სათავეები“ უკვე მეხუთე წელია ხორციელდება. ის იძლევა შესაძლებლობას, ბავშვებმა და მოსწავლეებმა შეათავსონ ერთმანეთთან საზაფხულო აქტიური დასვენება და დატვირთული საგანმანათლებო პროგრამა, ამავე დროს, დაამყარონ ურთიერთობა თავის თანატოლებთან.

ბანაკში მოხვედრა კონკურსის წესით ხდება. კონკურსის შესახებ ინფორმაცია სკრის დევნილთა დასახლებაში მცხოვრებ მოზარდებს გუშინ მიაწოდეს.

,,ყოველი დღე ბანაკში ეძღვნება სხვადასხვა ხალხთა კულტურის, ისტორიის, ენის, ლიტერატურის, ხელოვნების, ტრადიციების, დღესასწაულებისა და სამზარეულოს შესწავლას. მონაწილეთა ინტერესების მიხედვით, ტარდება სხავდასხვა მასტერკლასები - სამსახიობო ოსტატობა, ჟურნალისტიკა, ფსიქოლოგია, ცეკვა, ვოკალი და ა.შ. " - განუცხადა პროექტის წარმომადგენელბმა ეკატერინე ჭუჭულაშვილმა.

მისი თქმით, ბანაკის მონაწილეები ერთად ითამაშებენ ფეხბურთს, ფრენბურთს, შეისწავლიან ორთაბრძოლის მთავარ ილეთებს, გაისეირნებენ ბუნების წიაღში და ა.შ

,,ყოველდღიურად გვექნება ინტერაქტიული მეცადინეობები კომუნიკაციასა და ურთიეთქმედებაზე. ყოველ საღამოს კი ღონისძიებები, სადაც ვიმღერებთ, ვიცეკვებთ, აღმოვაჩენთ ახალ კულტურებს, დღესასწაულებს, ქვეყნებს, ახალ შესაძლებლობებს. მსურველები უნდა იყვნენ 12 დან 17 წლამდე მოზარდები.“ - აღნიშნა პროექტის წარმომადგენელმა ეკატერინე ჭუჭულაშვილმა.

ბანაკში მონაწილეობის მსურველებმა უნდა მიიღონ მონწილეობა კონკურსში და ქვემოთ ჩამოთვილი თემებიდან ერთ-ერთი აირჩიონ:

1. დახატე ნახატი „ჩემი ეთნიკური ჯგუფი 20 წლის შემდეგ“; 2. დაწერე ესე თემაზე „ჩემი ოჯახის რელიკვია“. ესე უნდა შეადგენდეს 1 – 1,5 გვერდს; 3. გადაიღეთ ვიდეორგოლი თქვენს მიერ შესრულებული ეროვნული ცეკვით ან სიმღერით: - ჩაწერე ვიდეოკამერაზე ან ტელეფონზე, თუ როგორ ასრულებ ცეკვას, სიმღერას ან კითხულობ ლექსს და ატვირთე Youtube-ზე. 4. გადაიღეთ ვიდეო-ესე “ჩვენ და ისინი”, თუ როგორ ხედავ შენ საზოგადოებას რომელიც არის დაყოფილი პრინციპით „ჩვენ და ისინი“ (მაგალითად: კონფლიქტები, რომლებიც იყო გამოწვეულისაზოგადოების ან ჯგუფების ხელოვნური დაყოვით).









იხ. აპლიკაციის ფორმა
Print

სტატიის გამოყენების პირობები