ახალი ამბები
წელიწადის ოთხი დრო - ქვახვრელის მილიონიან ორმოებთან (StoryBuilder)
ეს არის ამბავი, თუ როგორ მიმდინარეობდა მასშტაბური პროექტი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში.

მრავალჯერ ვადაგადაწეულ და საბოლოოდ მიტოვებულ სამუშაოებს თოვლი და წვიმა დასდის, კარგ ამინდში კი, მზის სხივები ანათებს.

ღიად დარჩენილ მილებს ქვეწარმავლები და ფრინველები აკითხავს.

ნახეთ ისტორია, როგორც მოიპოვა 880 000-ლარიანი პროექტი ,,არქიკულტურამ" და როგორ მიატოვა ტალახის და ორმოების ამარა ერთ-ერთი დიდი სოფელი.

სამუშაოები 2016 წლის ივნისში დაიწყო და 2016 წლის 24 დეკემბერს უნდა დასრულებიყო.

ფოტოები გათხრილი ორმოებიდან წელიწადის ოთხივე დროსაა გადაღებული.

ვრცელი მასალის სანახავად ნახეთ: www. storybuilder.jumpstart.ge









Print

სტატიის გამოყენების პირობები