ახალი ამბები
ხიდისთავი-ატენის გზაზე გაზიფიცირება შეფერხდა
ერთი კვირაა, სოფელ ხიდისთავის შესასვლელში გაზიფიცირებისთვის საჭირო ტრანშეები გათხრილია.

10-მდე საცხოვრებელი სახლის ჭიშკარი, ორმოების გამო, იზოლირებულია.

ტექნიკა, რომლითაც ტრანშეებში მილები უნდა ჩაყარონ და მიწა მიაყარონ, არ ჩანს. არც ბუნებრივი აირის მილებისთვის საჭირო, გზის გათხრის გაგრძელების პერსპექტივა ჩანს.

მოსახლეობის გარდა, პრობლემები, გორი-კასპი-ზაჰესის მაგისტრალზე მოძრავ ტრანსპორტსაც ექმნება.

ადგილზე დასაქმებული მუშები ამბობენ, რომ ტრანშეების გაჭრა წინ დამხვედრმა, საკანალიზაციო მილმა გამოიწვია.

,,ვერ გაიგეს, საკანალიზაციო მილია თუ სანიაღვრე სისტემა. ეხლა ტექნიკამ სხვაგან გადაინაცვლა და იქ მუშაობს. აქ როგორ მოხდება სამუშაოების გაგრძელება, ჩვენ ვერ გეტყვით." - ამბობენ ადგილობრივები.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენისკენ ბუნებრივი აირის მილების მონტაჟი 25 ივნისს დაიწყეს.

სამუშაოები გორის გასასვლელიდან დაიწყო და სოფელ ხიდისთავის მთავარი მაგისტრალის მონაკვეთს მოიცავს. 26 ივნისს ხიდისთაველებმა საპროტესტო აქცია გამართეს და საკუთარი სოფლის გაზიფიცირებაც მოითხოვეს.

მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში, თემურ ხუბულური ამბობს, რომ ხიდისთავის გაზიფიცირება სხვა სისტემით მოხდება.




Print

სტატიის გამოყენების პირობები