ახალი ამბები
დიცელებმა მთავრობის კანცელარიაში სარწყავი წყლის პრობლემებზე ისაუბრეს
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩხეიძე და შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი არჩილ ბუკია გორის მუნიციპალიტეტის სოფელი დიცის მოსახლეობას მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდნენ.

სოფელი დიცის მოსახლეობის საინიციატივო ჯგუფ,ა, სარწყავი და სასმელი წყლის მიწოდების დარეგულირებასთან დაკავშირებით, ინფორმაცია მთავრობის წარმომადგენლებისგან მიიღო.

სოფელი დიცის სავარგულები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქცეული კეხვი-ვანათის სარწყავი სისტემით ირწყვებოდა. დღეისათვის სოფელს სარწყავი წყალი მიეწოდება მექანიკური წესით მდინარე პატარა ლიახვზე აშენებული არბო-დიცის სატუმბი სადგურის მეშვეობით, რომლის სიმძლავრის გაზრდის მიზნით 2017 წელს დამონტაჟდა დამატებითი საქაჩი აგრეგატი.

მთავრობის წარმომადგენლებს უთხრეს, რომ დიცში გამავალი საირიგაციო არხს, წყლის მიღების მიზნით, აზიანებენ, რამაც შეაფერხა სოფლის წყლით მომარაგების პროცესი. აღინიშნა, რომ აუცილებელია დაწესდეს სარწყავი წყლით სარგებლობის გრაფიკი, იმისათვის, რომ წყლის დებეტის სიმცირემ არ შეაფერხოს სარწყავი წყლის მოხმარება სისტემის სამოქმედო არეალში.

უახლოეს დღეებში შპს “საქართველოს მელიორაციის“ ხელმძღვანელი შეხვდება სოფელ დიცის მოსახლეობას საირიგაციო მომსახურების გაუმჯობესების საკითხების დამატებით განხილვის მიზნით.
Print

სტატიის გამოყენების პირობები