ახალი ამბები
მოქალაქემ ტურის ლეკვი დაატყვევა და დააჯარიმეს
მოქალაქე, ტურის ლეკვით ვაჭრობის გამო, დააჯარიმეს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის ცნობით, ერთ-ერთმა მოქალაქემ, აღმოსავლეთ საქართველოში, გარეული ცხოველი უკანონოდ დაატყვევა და მისი გაყიდვის შესახებ განცხადება ინტერნეტმაღაზია - mymarket.ge-ზე განათავსა.

ამჟამად, ლეკვი ბუნებრივ გარემოში დააბრუნეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტსა და ვებგვერდ www.mymarket.ge -ის ადმინისტრაციას შორის გაფორმებულია წერილობითი შეთანხმება, რომლის თანახმადაც, ცხოველებითა და დერივატებით ვაჭრობის კატეგორიაში განცხადების გამოქვეყნებამდე, მომხმარებელი ვალდებულია მონიშნოს შემდეგი გრაფა - "ვეთანხმები გარეული ცხოველით ვაჭრობის აკრძალვის წესებს".

ინფორმაცია საჯარიმო სანქციების ოდენობის შესახებ გაფრთხილებასაც მოიცავს.

,,შესაბამისად პირი ინფორმირებული იყო მოსალოდნელი შედეგების შესახებ, თუმცა, ამის მიუხედევად, გარეული ცხოველით ივაჭრა" - აცხადებენ პრეს-სამსახურში.

გარეული ცხოველებით უკანონო ვაჭრობა იკრძალება და მსგავსი ტიპის სამართალდარღვევაზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 85-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების მიხედვით, გათვალისწინებულია საჯარიმო სანქცია 150-დან 1000 ლარამდე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები