ახალი ამბები
კნოლევის მინი სტადიონზე ბავშვები თამაშის დროს ფეხსაცმელს იხდიან
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კნოლევში მინი სტადიონი 2017 წლის მაისში გაიხსნა.

გამყოფი ხაზის სიახლოვეს მდებარე სოფელში ბავშვები საფეხბურთო მოედანზე ფეხსაცმლის გარეშე თამაშობენ.

ამის ამსახველი მასალა ადგილობრივმა მკვიდრმა, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელმა ბადრი ციქუფაძემ გადაიღო.

მან ვიდეო მასალა შემთხვევით გადაიღო და აღნიშნავს, რომ ბავშვებს სპორტული ფეხსაცმელი არ აქვთ.

ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის ცნობით, კნოლევის სტადიონის მოსაწყობად, დაახლოებით, 35 ათასი ლარი დაიხარჯა.

თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამგეობამ გამოყო. 

,,სტადიონის მშენებლობა გასულ წელს უნდა დასრულებულიყო, მაგრამ შემსრულებელი კომპანიის მიერ პირობების შეუსრულებლობის გამო, შეჩერებული იყო" - აცხადებ ბადრი ციქუბაძე.

ბოლო მონაცემებით, კნოლევის სკოლაში 20 მოსწავლე სწავლობს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები