ახალი ამბები
უფლისციხის გზა 25 დღეა დაზიანებულია (VIDEO)
უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალთან მისასვლელი გზა 25 დღეა დაზიანებულია.

10 ივნისის ნიაღვარმა ავტომობილების სავალი ნაწილი დააზიანა, ხოლო, ნიადაგი დაიწია და ორ ადგილას ასფალტი ჩავარდა.

იმავე დღეს, გამგეობის კონტრაქტორმა კომპანიამ, ,,საგზაო სამშენებლო სამმართველო #1"-ის მუშებმა დაზიანებული ნაწილი ხრეშით დროებით ამოავსეს.

2-3 დღეში ჩავარდნილ მონაკვეთზე ახალი ასფალტის საფარი უნდა დაგებულიყო.

დღეს, ეს მონაკვეთი კვლავ შესაკეთებელია.

გუშინ, 2017 წლის 4 ივლისს, უფლისციხეს შიდა ქართლის გუბერნატორი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები უცხოელებთან ერთად ესტუმრნენ.

ადგილობრივები ყვებიან, რომ მათ დასანახავად, ადგილზე მუშები მიიყვანეს და ასფალტის დაგების იმიტაცია შექმნეს. 5 ივლისს კი, გზა ანალოგიურ მდგომარეობაში დავხვდათ.

მუზეუმის ადმინისტრაციის ცნობით, მხოლოდ, ივნისში, უფლისციხეს 48 138 ტურისტი ეწვია.

ქვემოთ ფოტოზე: 11 ივნისი, დაზიანებული მონაკვეთი


Print

სტატიის გამოყენების პირობები