ახალი ამბები
გორში ღამის საათებში ხმაურით შეწუხებულმა მოსახლეობამ პატრულს მიმართა
გუშინ, საღამოს, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს ყიფიანის ქუჩაზე ის ავტომანქანა აღარ დახვდა ადგილზე, რომლის შესახებ 112-ე შეტყობინება შევიდა.

მოქალაქეები ჩიოდნენ, რომ უცნობ პირებს მანქანაში მაღალი მუსიკა ჰქონდათ ჩართული. შემთხვევა წმინდაწყლის დასახლებაში მოხდა. 

,,ჯერ ერთხელ გააფრთხილა პატრულმა, შეეწყვიტათ ხმაური, თუმცა, როგორც კი, წავიდა პოლიცია, ისევ გააგრძელეს ხმაური.  მერე უკვე მანქანის ბღუილიც დაიწყეს" - გვითხრეს ყიფიანის ქუჩაზე. 

ერთ-ერთი მოსახლის თქმით, პატრული, ბოლო პერიოდში, ასეთ შემთხვევებზე, ბევრჯერ გამოუძახებიათ. ,,პატრულის ბიჭებმა გვითხრეს, რომ ასეთი გამოძახებები პირველი არაა." - აცხადებენ ისინი.

შს სამინისტროს პრეს-სამსახურში გვითხრეს, რომ ინფორმაცია სტატისტიკურ მონაცემებს შეიცავს და შესაბამისი განყოფილება წერილობით მოგვაწვდის.

28 ივნისს, საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებით, დღისა და ღამის საათებში ფიზიკური პირი, ხმაურის გამო, 150 ლარით დაჯარიმდება, ხოლო იურიდიული პირი - 500 ლარით.

საღამოს საათებად 11:00-დან 7:00 პერიოდია განსაზღვრული. განმეორებით შემთხვევაში ჯარიმები ორმაგდება.

კანონპროექტი მესამე მოსმენით ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა. შიდა ქართლიდან მას მხარი ყველა დეპუტატმა - იოსებ მაკრახიძემ, (გორი) თემურ ხუბულურმა (გორის რაიონი), გიორგი თოთლაძემ (ქარელი), ირაკლი მეზურნიშვილმა (კასპი) და სიმონ ნოზაძემ (ხაშური) დაუჭირეს.

გამოყენებულია თემატური ფოტო
Print

სტატიის გამოყენების პირობები