ახალი ამბები
გორის 20 ქუჩაზე ნუმერაციის აღმნიშვნელი და ქუჩის დასახელების ახალი აბრები გაიკვრება
ქალაქ გორში, რამდენიმე უბანზე, ქუჩის დასახელებისა და ნუმერაციის აღმნიშვნელი ახალი აბრები დამონტაჟდება.

ამის თაობაზე, კომპანია ,,ნიუტონის" წარმომადგენლები გორის მერიასთან ხელშეკრულების დასადებად მოლაპარაკებას უკვე აწარმოებენ.

ჯამში, 704 აბრა მზადდება, რაზეც 5 570 ლარი დაიხარჯება.

ახალი აბრები შემდეგ ქუჩებზე განთავსდება:

1. ცხინვალის გზატკეცილი 80 ცალი
2 დ. ყიფიანის ქუჩა 60 ცალი
3 ივ. მაჩაბლის ქუჩა 35 ცალი
4 ს. ჯორბენაძის ქუჩა 40 ცალი
5 შიო მღვიმელის ქუჩა 8 ცალი
6 იოსებ ნანეიშვილის ქუჩა 21 ცალი
7 გ. თავზიშვილის ქუჩა 57 ცალი
8 ტყვიავის ქუჩა 20 ცალი
9 ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩა 62 ცალი
10 მ. ლერმონტოვის ქუჩა 65 ცალი
11 თინა იოსებიძის ქუჩა 47 ცალი
12 ნიკო მუსხელიშვილის ქუჩა 60 ცალი
13 ს. გალუსტაშვილის ქუჩა 23 ცალი
14 დავით აღმაშენებლის ქუჩა 20 ცალი
15 ალ. ჯავახიშვილის ქუჩა 50 ცალი
16 ალ. ნადირაძის ქუჩა 20 ცალი
17 კ. ელიოზიშვილის ქუჩა 8 ცალი
18 გ. გვერდწითელის ქუჩა 15 ცალი
19 იაკობ გოგებაშვილის ქუჩა 3 ცალი
20 ალ. პუშკინის ქუჩა 10 ცალი
Print

სტატიის გამოყენების პირობები