ახალი ამბები
გორის მომავალ მერს მესამე სართულს გარემონტებულს დაახვედრებენ
ქალაქის ადმინისტრაციული შენობის მესამე სართულზე სარემონტო სამუშაოები ერთ თვეში დაიწყება.

ამის შესახებ გადაწყვეტილება მერიის ადმინისტრაციამ 29 ივნისს მიიღო.

ადმინისტრაციის წარმომადგენლის ცნობით, მესამე სართულზე შეიცვლება პარკეტი და იატაკი ლამინირებული გახდება.

გარდა ამისა, კორიდორები, ყველა სართულზე, გარემონტდება, დამონტაჟდება განათების მოწყობილობები.

ხელშეკრულება შერჩეულ კომპანიასთან სავარაუდოდ 1 აგვისტოს დაიდება. კომპანია ვალდებულია სამუშაოები 45 დღეეში დაასრულოს.

განახლებული საოფისე ფართები ექსპლუატაციაში სექტემბრის ბოლოს შევა. შემდგომით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია დაგეგმილი.

გორის და გორის რაიონი ახალ მერს აირჩევს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები