ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
დეპარტამენტის ცნობით, პროექტის ღირებულება 70 მილიონი ლარს შეადგენს და დონორი ორგანიზაცია მსოფლიო ბანკია. სამუშაოებზე 500-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, მათგან 70% კი ადგილობრივია, რომელთა დიდი მაწილი მიმდებარე სოფლების მცხოვრები მოსახლეობაა. ჯგუფები 24 საათის განმავლობაში, 2 ცვლაში მუშაობენ.
გზის საფუძვლის მოწყობის ძირითადი სამუშაოები დასრულებულია, უკვე აშენდა 36 რკინაბეტონის წყალგამტარი მილი, 6 მიწისქვეშა სამეურნეო გასასვლელი და 3 სახიდე გადასასვლელი. ამ დროისათვის, მიმდინარეობს ბეტონის საფარის დაგების, 4 ხიდისა და 5 გზაგამტარის სამშენებლო სამუშაოები.
აღმოსავლეთ-დასავლეთ ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა 7 სხვადასხვა მონაკვეთზე მიმდინარეობს, რომელთა მშენებლობა-რეკონსტრუქციის დასრულების შემდეგ საერთაშორისო სტანდარტებს გაუთანაბრდება, რაც ავტომობილის გადაადგილებას სწრაფს და უსაფრთხოს გახდის.
სტატიის გამოყენების პირობები