ახალი ამბები
ევროკავშირის ქვეყნებთან ურთიერთობის შესახებ გორში შეხვედრა გაიმართა
ევროკავშირის ქვეყნებში დასაქმებისა და მიგრაციის საკითხებზე გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეხვედრა გაიმართა.

საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრის წარმომადგენელმა გიორგი ღვედაშვილმა დამსწრეებს ბოლო დროს ჩატარებული კვლევის შედეგებიც წარუდგინა.

ამ კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 90% ევროკავშირთან ურთიერთობის მომხრეა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ვიზის ლიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ, მოსახლეობაში უკეთესი ცხოვრების იმედი გაჩნდა.

გარდა პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებისა, შეხვედრაზე სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის განვითარების მიმართულებებიც განიხილეს. ღვედაშვილმა იმ რეგულიაციების შესახებ ისაუბრა, რასაც ევროკავშირი საქართველოს სავალდებულო შესრულების მიზნით, სთავაზობს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები