ახალი ამბები
რუისთან ორი ავარია მოხდა - მსხვერპლი არ არის
დღეს, დილით, ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ორი ავარია მოხდა.

სოფელ რუისთან რამდენიმე ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, მსხვერპლი არ არის. 

დაშავებულებს კი, მათი ცნობით, სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა არ დაჭირვებიათ.

,,ორივე შემთხვევაზე გაფორმდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, 125-ე მუხლის მეათე ნაწილით" - აცხადებენ შსს-ში.

ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ ტელეკომპანია ,,თრიალეთმა" გაავრცელა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები