ახალი ამბები
გორში თამარ თედლიაშვილი გამგებლის და მიხეილ ჩიტაძე მერობის კანდიდატებად დარეგისტირდნენ
გორის საოლქო საარჩევნო კომისიაში ორი კანდიდატი დარეგისტრიდა.

გორის მერობის კანდიდატად მიხეილ ჩიტაძეს, ხოლო გამგებლის კანდიდატად - თამარ თედლიაშვილს საინიციატივო ჯგუფები წარადგენენ.

კომისიის თავმჯდომარემ მალხაზ მირუაშვილმა ორივე განაცხადი ჩაიბარა. მისი განცხადებით, 2017 წლის შემოდგომით დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებისთვის სხვა განაცხადები არაა შეტანილი.

კანდიდატები უთითებენ, რომ მოქმედი კანონმდებლობით ჯერ კიდევ განსაზღვრულია თვითმმართველი ქალაქისა და გორის მუნიციპალიტეტის თემის საზღვრები.

მიხეილ ჩიტაძე ააიპ ,,გორის საინფორმაციო ცენტრის" ხელმძღვანელია, თამარ თედლიაშვილი კი, ქალაქ გორის საკრებულოს დამოუკიდებელი წევრი.



Print

სტატიის გამოყენების პირობები