გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთთან 8 და 14 ივლისს საპროტესტო
აქციები გაიმართება.
ამის შესახებ ინფორმაციას საინიციატივო ჯგუფის წევრები
ავრცელებენ.
სტუდენტების ნაწილი კარვების გაშლას შაბათს გეგმავს და კვირას 9
ივლისს დაასრულებენ. ხოლო, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები
ადგილზე 14 ივლისს ჩავლენ.
ინფორმაციას მუნციპალიტეტის გამგეობაში ჯერ არ ფლობენ.
ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი ანა ჯაფარიძე
ამბობს, რომ ნებართვის შემთხვევაში 8 ივლისს საღამოს ბერშუეთთან
დაბანაკდებიან.
მედიის მიერ დღეს ბერშუეთის ( გდულეთის ) მახლობლად ახალი მწვანე
ბანერის დამონტაჟების თაობაზე გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ
საქართველოში
ევროკავშირის
სადამკვირვებლო მისიამ დაუყოვნებლივ გააგზავნა საპატრულო
ჯგუფი ადგილზე არსებული
ვითარების დასადგენად.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას შეუძლია დაადასტუროს, რომ
საბორდერიზაციო ქმედებები გდულეთის მიდამოებში ივნისში მოხდა, მაგრამ
არ შეუძლია დაადასტუროს ახალი მწვანე ბანერების და მონტაჟება გასული
კვირის განმავლობაში.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ჩატარებულ დაკვირვებათა
თანახმად, ბერშუეთის ( გდულეთის ) მახლობლად რამდენიმე მწვანე ბანერი
დამონტაჟდა 2017 წლის 19 ივნისს ადმინისტრაციულ საზღვართან ძალიან
ახლოს, ადგილზე, რომელიც არ არის საქართველოს მთავრობის კონტროლის
ქვეშ ( თბილისის მიერ ადმინისტრირებულ ტერიტორიაზე ).
მიუხედავად ამისა , ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მიიჩნევს, რომ
მწვანე ბანერების განთავსება გაუმართლებელია საბორდერიზაციო ქმედებები
ნებისმიერი ფორმით , ( მათ შორის ასეთი ბანერების განთავსებით) და
ქმნის დაბრკოლებებს გადაადგილების თავისუფლებისთვის და წლების
განმავლობაში აქ მომუშავე ფერმერებს თავიანთი მიწის დამუშავების
საშუალებას არ აძლევს .
ამ საკითხის განხილვა შესაძლებელია მოხდეს 2017 წლის 11 ივლისს
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის
შემდეგ შეხვედრაზე .
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გააგრძელებს საბორდერიზაციო
ქმედებებზე ზედმიწევნით დაკვირვებას.
სტატიის გამოყენების პირობები