ახალი ამბები
გოსტიბესთან ტყეში 4 მოლაშქრე დაიკარგა
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გოსტიბესთან ოთხი მოლაშქრე დაიკარგა.

ამის გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ორი დღეა სამძებრო ღონისძიებებს ატარებენ.

პრეს-სამსახურის ცნობით, ჯერ-ჯერობით, 7 ივლისის დილის მონაცემებით, დაკარგულ ახალგაზრდებს ვერ მიაგნეს.

სატელეფონო შეტყობინება ,,ჭავჭავიანის ტყიდან" შს სამინისტროს საინფორმაციო ცენტრის ცხელ ხაზზე 5 ივლისს დაახლოებით 23:30 წუთზე შევიდა.

,,ჩვენი სამსახურის თანამშრომლები ზუსტად იმ ადგილებს ათვალიერებენ, რაც სატელეფონო შეტყობინებისას მივიღეთ. დაახლოებით, აღწერეს ტერიტორია, სადაც სავარაუდოდ იმყოფებოდნენ. მას შემდეგ ტელეფონი გამორთულია და ზარის ავტორს ვეღარ ვუკავშირდებით. გვითხრეს, რომ ოთხნი არიან და გზას ვერ აგნებდნენ" - აცხადებენ პრეს-სამსახურში.

მათთვის, ჯერჯერობით, უცნობია, დაკარგული ადამიანების ვინაობა.

ფოტოზე: სოფელი გოსტიბე
Print

სტატიის გამოყენების პირობები