ახალი ამბები
კასპის რაიონში მეხი ოთხ ადგილზე ჩამოვარდა
დღეს, ჭექა-ქუხილის დროს, კასპის რაიონში, სამი ტრანსფორმატორი, ხოლო, სოფელ თელიანში სატელეფონო ანძა დაზიანდა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს კასპში ენერგოკომპანიის წარმომადგენლებმა განუცხადეს.

მათი თქმით, დილით, ქალაქში, სხვადასხვა ადგილას, სამი მეხი ჩამოვარდა. დაზიანდა კოჯრის, ბორჯომისა და აღმაშენებლის ქუჩებზე მდებარე ტრანსფორმატორები.

ენერგოკომპანიის წარმომადგენლებმა სამივე ტრანსფორმატორი შუადღემდე შეაკეთეს.

კოჯრის ქუჩაზე მცხოვრები, ლალი მიგრიაული ამბობს, რომ მისი სახლის გვერდით, დასახლებულ პუნქტის სიახლოვეს ჩამოვარდნილმა მეხმა სახლი გაანათა.

,,საშინელი ხმა ჰქონდა. სახლში ვიყავი მაგ დროს. წვიმდა კოკისპირულად. დაიჭექა და განათდა ყველაფერი. მაშინვე მივხვდი, რომ მეხი ჩამოვარდა და ტრანსფორმატორს დაეცა" - აცხადებს ლალი მიგრიალური.

Print

სტატიის გამოყენების პირობები