ახალი ამბები
ნისლიან გოსტიბესთან მოლაშქრეების ძებნა გრძელდება
ამ დრომდე გრძელდება კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გოსტიბეს სიახლოვეს, სავარაუდოდ, დაკარგული მოლაშქრეების ძებნა.

საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ სიახლე არაფერია.

4 მოლაშქრე, 5 ივლისის საღამოს გაუჩინარდა. ღამის 12-ის ნახევარზე, ერთ-ერთმა მოლაშქრემ 112-ზე დარეკა და დახმარება ითხოვა.

,,ჩვენი სამსახურის თანამშრომლები ზუსტად იმ ადგილებს ათვალიერებენ, რაც სატელეფონო შეტყობინებისას მივიღეთ. დაახლოებით, აღწერეს ტერიტორია, სადაც სავარაუდოდ იმყოფებოდნენ. მას შემდეგ ტელეფონი გამორთულია და ზარის ავტორს ვეღარ ვუკავშირდებით. გვითხრეს, რომ ოთხნი არიან და გზას ვერ აგნებდნენ" - აცხადებენ პრეს-სამსახურში.

მაშველები ჭავჭავიანის ტყის სიახლოვეს ეძებენ. გამგებლის წარმომადგენელი სოფელ ახალქალაქის თემში კოტე წერეთელი ამბობს, რომ ჭავჭავიანის ტყე ნასოფლარ ჭავჭავიანის სიახლოვეს მდებარეობს.

ფოტოებს ავტორი ტელეკომპანია ,,იმედის" ჟურნალისტი, ანა შეპკინა.










Print

სტატიის გამოყენების პირობები