ახალი ამბები
,,ბრაზერს რომელაშვილები" - გორის ქუჩაზე განთავსებული აბრის ინგლისური ვერსია
ქალაქ გორში, ,,ძმები რომელაშვილების" ქუჩაზე ახალი 190 აბრაა გაკრული.

ქუჩის დასახელებისა და ნუმერაციის აღმნიშვნელი დაფები ქართულ და ინგლისურ ენოვანია.

ადგილობრივებმა ყურადღება ინგლისურ ენოვან ვარიანტს მიაქციეს ყურადღება და ამბობენ, რომ თარგმანი დამახინჯებულია.

აღნიშნულ ქუჩას 2016 წლამდე გორკის ქუჩის აღმნიშვნელი აბრებიჰქონდა. 2016 წლის შემოდგომით კომპანია ,,ნიუტონმა" მერიის დაკვეთით სულ 13 ქუჩის აბრა დაამზადა, მათ შორის, ძმები რომელაშვილების.

ძმები, კაპრალი გელა და ლეიტენანტი გიორგი რომელაშვილები 2008 წლის აგვისტოს ომში დაიღუპნენ.





Print

სტატიის გამოყენების პირობები