ახალი ამბები
თბილისში ახალგაზრდები ბერშუეთში წასასვლელად იკრიბებიან
გამყოფი ხაზის სიახლოვეს მდებარე სოფელ ბერშუეთთან ახალგაზრდება 2-დღიან აქციას გამართავენ.

საოკუპაციო ზოლთან 8 და 9 ივლისს კარვები გაიშლება და აქციის მონაწილეები მწვანე ბანერების მონტაჟს გააპროტესტებენ.

საინიციატივო ჯგუფის წევრები ახალსოფლის გადასასვლელთან აქციის დანარჩენ მონაწილეებს ელოდებიან. მათი თქმით, 13 საათიდან უკვე საოკუპაციო ხაზისკენ გაემართებიან.

,,კარვების საკითხი პოლიციის სამმართველოს წარმომადგენლებთან მოგვარდა და თუ დისტანციას დავიცავთ, არ აგვიკრძალავენ გაშლას"  - აცხადებს ანა ჯაფარიძე, აქციის ორგანიზატორი.

ახალგაზრდების ნაწილი სოფლამდე მიკროავტობუსით, ნაწილი კი, საკუთარი ავტომობიებით მიდის.
Print

სტატიის გამოყენების პირობები