ახალი ამბები
ხოვლის, დოესისა და თელიანის სარწყავი სისტემისთვის საჭირო დენის თანხას გამგეობა გადაიხდის
კასპის მუნიციპალიტეტის სამი სოფლის, დოესის, ხოვლისა და თელიანის სარწყავი სისტემა ზაფხულის განმავლობაში უწყვეტად იმუშავებს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გამგეობის წარმომადგენელმა აცნობა.

მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის ცნობით, წყალსაქაჩ სისტემას, რომელიც სოფელ ქვახვრელში მდებარეობს, გაჩერების საშიშროება არ ემუქრება.

მდინარე მტკვრის სანაპიროდან, რომელიც სოფელ ქვახვრელში (გორის რაიონი) მდებარეობს, წყალი ჯერ დოესისკენ, შემდეგ თელიანში და ხოვლისკენ იქაჩება.

,,წყლის სატუმბ სადგურის ელექტრომომარაგება უწყვეტი რეჟიმით იმუშავებს, ამჯერად, გამგეობა ენერგო კომპანიას 150 000 ლარს გადაურიცხავს"- აცხადებენ გამგეობაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები