ახალი ამბები
აქცია სახელწოდებით ,,არა ოკუპაციას" სოფელ ბერშუეთთან(PHOTO)
დაახლოებით 50-კაციანი ჯგუფი გამყოფი ხაზის სიახლოვეს მდებარე სოფელ ბერშუეთთან კარვებს შლის.

მწვანე ბანერებთან, რომელიც რუსეთის სამხედრო ძალების წარმომადგენლებმა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადებით, 19 ივნისს დააყენეს, ორდღიანი მშვიდობიანი საპროტესტო აქცი იმართება.

ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის ხელმძღბანელი ანა ჯაფარიძე ამბობს, რომ აქცია-ღონისძიება არაპოლიტიკურია და მხოლოდ და მხოლოს რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკის წინააღმდეგ გამოხატულ პროტესტს ემსახურება.

აქცია 9 ივლისის საღამომდე გაგრძელდება.







Print

სტატიის გამოყენების პირობები