ახალი ამბები
გორის ჰოსპიტალის სარეგისტრაციო შენობას ცეცხლი გაუჩნდა (PHOTO)
დღეს, გორში, სამხედრო ჰოსპიტალის სარეგისტრაციო შენობის სახურავს ცეცხლი გაუჩნდა.

სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ხანძარი უკვე ჩააქრეს.

ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობისას დაზიანდა ორი ოთახი და მისაღები. 

ცეცხლი იმ მხარეს გაჩნდა, სადაც სამხედრო პირები იმყოფებოდნენ.

ამჟამად, ჰოსპიტალში შემსვლელთა რეგისტრაცია შეჩერებულია.

ხანძრის გაჩენის ზუსტი მიზეზები უცნობია. გამოძიება სამხედრო პოლიციამ დაიწყო.







Print

სტატიის გამოყენების პირობები