ახალი ამბები
სოხუმში ცხინვალის დელეგაციის წევრები ავარიაში მოყვნენ
,,ყველანი ადგილზე მშვიდობით დავბრუნდით, კორტეჟის არც ერთი მანქანა ავარიაში არ მოყოლია" - ამის შესახებ დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის პრეს-სამსახურმა დინა გასიევამ განაცხადა.

ადგილობრივ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ ანატოლი ბიბილოვი, დელეგაციის ძირითად წევრებთან ერთად, სასტუმრომდე უვნებელი დაბრუნდა.

რუსული სააგენტო ,,გაზეტა.რუ"-ს ცნობით, დღეს, სოხუმში, ანატოლი ბიბილოვი ავარიაში მოჰყვა და ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ამავე სააგენტოს ცნობით, ბიბლოვთან ერთად, დაცვის ორი თანამშრომელი დაშავდა.

აღნიშნულ ინფორმაციას რუსული სააგენტო უცნობ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

დინა გასიევა ამბობს, რომ ავარია მართლაც მოხდა, ოღონდ, ის მანქანა კორტეჟის შემადგენლობაში არ იმყოფებოდა.

,,მანქანა, რომელიც გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა, კორტეჟის შემადგენლობაში არ იყო. ის მოძრაობდა ცალკე, თუმცა მასში ცხინვალის დელეგაციის წევრები იმყოფებოდნენ" - აცხადებს გასიევა.

ანატოლი ბიბილოვთან ერთად ცხინვალში დე-ფაქტო მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი მედოევი, კულტურის მინისტრა ჟანა ზასეევი და სხვები იმყოფებიან.
Print

სტატიის გამოყენების პირობები