ახალი ამბები
პაციენტის გარდაცვალებაში ექიმებს ადანაშაულებენ
80-წლის ზემბირა მდივნიშვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა. გარდაცვლილის შვილი, ნინო ტატანაშვილი მკურნალ ექიმებს გულგრილობაში ადანაშაულებს.

მისი თქმით, სათანადო მკურნალობის შემთხვევაში, ზემბირა მდივნიშვილი არ გარდაიცვლებოდა. საავადმყოფოს დირექტორის მოადგილე ლადო კეპულაძე ბრალდებებს უარყოფს და პაციენტის ახლობლებს სპეკულაციაში ადანაშაულებს.

როგორც ირკვევა, მწვავე ჰიპერტონული წნევის მდგომარეობით, პაციენტმა ,,გორმედის" საავადმყოფოში 33 დღე დაჰყო. კლინიკის წარმომადგენლის მტკიცებით, სწორედ, ექიმების დამსახურებაა ამდენი ხნით მისი სიცოცხლის გახანგრძლივება.

ნინო ტატანაშვილის წარმოდგენილი ფოტოებით ჩანს, რომ მოხუცს ხანგრძლივი წოლისგან ნაწოლები გაუჩნდა. ,,საავადმყოფოში დიდი ხნით მოთავსება, თანაც, ამ მდგომარეობით, სწორედ ექიმების ინტერესში შედიოდა. დედაჩემისთვის განკუთვნილი საყოველთაო დაზღვევის თანხა 15 ათასი ლარი მთლიანად ამოწურეს" - აცხადებს ნინო ტატანაშვილი.






Print

სტატიის გამოყენების პირობები