ახალი ამბები
ივნისში უფლისციხეს 48 138 ტურისტი ეწვია
მიმდინარე წლის ივნისში, უფლისციხეში, ტურისტების რაოდენობამ პიკს მიაღწია.

მუზეუმის ადმინისტრაციის ცნობით, მხოლოდ, ამ თვეში მათმა რაოდენობამ 48 138 შეადგინა.

თუ შევადარებთ გასული, 2016 წლის პირველი ექვსი თვის მონაცემებით, ეს რაოდენობა შარშან მხოლოდ 6 თვის განმავლობაში დასახელდა.

,,უცხოელი და ქართველი ტურისტების რაოდენობა თითქმის თანაბარია" - აცხადებს ადმინისტრაციის წარმომადგენელი დინა ნასყიდაშვილი.

მისი თქმით, განსაკუთრებით, დამთვალიერებლები ირანის სახელმწიფოდან ჩამოდიან. ირანთან ერთად რუსეთიდან ჩასული ტურისტებიც ბევრია.

,,მიმდინარე წელს, რუსეთისა და ირანის მოქალაქეები აქტიურობენ. შარშან, მაგალითად, რუსეთის შემდეგ, ისრაელის მოქალაქეები ლიდერობდნენ. წელს ისრაელი ირანმა ჩაანაცვლა"- ამბობს მუზეუმის წარმომადგენელი.

2017 წლის დინამიკა ასეთია:

იანვარი - 4 961;
თებერვალი - 4 526;
მარტი - 14 708;
აპრილი - 17 821;
მაისი - 33 118.
ივნისი - 48 138

სულ 123 272

2016 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით უფლისციხეს 43 348 ვიზიტორი ჰყავდა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები