ამ ეტაპზე გორის მერიაში 10 სამსახურია. ამ ათიდან სახანძრო და სამაშველო სამსახურები წლის ბოლოდან შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავა.
ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსად დავით გორგიშელი დაინიშნა, რომელიც პარლამენტარ თამაზ შიოშვილთან სიძე-მოყვრობა აკავშირებს. გორგიშელი მანამდე გორის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახური იყო და ამ თანამდებობას თვითმმართველობის არჩევნებამდე ხელისუფლებაში კოალიცია ,,ქართული ოცნების" მოსვლის შემდეგ იკავებდა.
იურიდიული სამსახურის უფროსი თემურ მანველიშვილი გახდა. თამაზ შიოშვილი თემურ მანველიშვილის სიძეა.
განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდული საქმეების სამსახური რამაზ შიოშვილმა ჩაიბარა, რომელიც თამაზ შიოშვილის ბიძაშვილია. მანამდე რამაზ შიოშვილი გორის მუნიციპალიტეტის ანალოგიურ სამსახურს ხელმძღვანელობდა იმავე პერიოდით, რა პერიოდითაც დავით გორგიშელი ინფრასტრუქტურას.
ზოგადად, სამსახურის სტრუქტურა ასე გამოიყურება:
1. ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი - ნინო წეწვაძე
2. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი - ეკატერინე ქუთათელაძე
ჩამონათვალში ახალი სახეებიცაა, ესენია ეკატერინე ქუთათელაძე, გიორგი (გოგიტა) ორთანეზაშვილი; გელა შარვაშიძე.
მამუკა (კობა) კლიმიაშვილი კი თვითმმართველობის არჩევნებამდე კომბინატის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულად მუშაობდა.
ზურაბ ჯირკველიშვილმა განმარტა, რომ მერიაში 89 პოზიციაზე სავარაუდოდ სექტემბრის შემდეგ საჯარო მოხელეები კონკურსის წესით შეირჩევიან. მანამდე კი აღნიშნული თანამდებობებზე გორის მუნიციპალიტეტის ყოფილი თანამშრომლები დროებით მოვალეობის შემსრულებლებად დაინიშნებიან.
როგორც ცნობილია, 2014 წლის 15 ივნისის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, გორის მუნიციპალიტეტი ორად გაიყო - ქალაქის და რაიონის საკრებულოებად. მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, ქალაქის საკრებულოს და მერიას 113 თანამშრომელი ერგო.
ამ 113 თანამშრომლიდან 11 მოხელე საკრებულოში დარჩა, ხოლო დანარჩენი - 102 მერიაში.
მერიაში, დანიშვნის წესით, მხოლოდ სამსახურის უფროსები და მერის მოადგილეები (სულ 13) სარგებლობენ, დანარჩენებს კონკურსის გავლა ევალებათ.
ამ 13 კაციდან, როგორც ჩამონათვალშიცვხედავთ, ზურაბ ჯირკველიშვილმა 11 კაცი უკვე შეარჩია. მე-11 მერის მრჩეველია, რომელიც შალვა ტლაშაძითაა წარმოდგენილი.
რაც შეეხება პირველ და მეორე მოადგილეებს, ისინი ჯერ არ არიან შერჩეულები. ჩვენს კითხვაზე, აქამდე რატომ გაჭირდა მათი შერჩევა, ზურაბ ჯირკველიშვილმა ეს მდგომარეობა ასე ახსნა:
,,აქ საუბარი არაა კადრების მოძებნის სიძნელეებზე. პირველ რიგში ჩავთვალე საჭიროდ, რომ ჯერ ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულები ჩამოყალიბებულიყო. ასევე, არავის გასჩენოდა იმის განცდა, რომ კადრების შერჩევაში, თითქოს, მოადგილეებიც ერთვებიან" - განმარტა ჯირკველიშვილმა.
სტატიის გამოყენების პირობები