ახალი ამბები
ზემო ნიქოზის ქუჩებში ღამით განათება ჩაირთო
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზში ქუჩები ღამით უკვე გაანათეს.

ამის ამსახველი ფოტოები ადგილობრივმა მკვიდრმა, ნინო მინდიაშვილმა გადაიღო.

გამოფი ხაზის მიმდებარე სოფელში შუქდიოდური ნათურები დამონტაჟდა.

გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის დაკვეთით ივნისში სულ 7 სოფლის ქუჩების განათება დაიწყო.

ეს სოფლებია: ახალხიზა, ერგნეთი, ზემო ნიქოზი, კირბალი, უფლისციხე, ფლავი და ღვარები.

ჯამში, სამუშაოს ღირებულება 270 000 ლარია.



 

Print

სტატიის გამოყენების პირობები