ახალი ამბები
სარემონტო სამუშაოების გამო გორის ცენტრალურ ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა
ქალაქ გორის ცენტრალურ ნაწილში, ციხის უბანს და სტალინის გამზირის გარკვეულ მონაკვეთზე, მოსახლეობას ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ენერგოკომპანიის წარმომადგენლებმა განუცხადეს.

სარემონტო სამუშაოები დილიდან შუადღემდე გაგრძელდა. კომპანიის წარმომადგენლებმა ძველი ტრანსფორმატორი ახლით შეცვალეს.

,,საკმაოდ დაიტვირთა ეს უბანი, ფაქტობრივად, ციხის უბანი, ქალაქის ძველი ნაწილი სტალინის გამზირამდე ამ ტრანსფორმატორზეა მიერთებული. შემდგომი გართულებების თავიდან აცილების მიზნით, გამოიცვალა ტრანსფორმატორი" - განუცხადეს შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები