ხაშურის რაიონში 12 შემთხვევა დაფიქსირდა. 2009 წლიდან 2014 წლის 8 აგვისტომდე სულ 33 შემთხვევაა რეგისტრირებული საქართველოში.
პაატა იმნაძის განცხადებით, ადამიანებში ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების შემთხვევების პრევენციის მიზნით, მიმდინარე წელს დაიგეგმა და ამჟამადაც მიმდინარეობს (სამცხე–ჯავახეთსა და შიდა ქართლში) ფართო საგანმანათლებლო კამპანია.
ყირიმ–კონგოს ჰემორაგიული ცხელება (CCHF) მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული დაავადებაა, რომელსაც იწვევს ვირუსის სახეობა Nairovirus, ოჯახი Bunyaviridae. აღნიშნული ვირუსი მიეკუთვნება განსაკუთრებით საშიშ პათოგენთა ნუსხას. ენდემიური კერები გავრცელებულია აფრიკაში, აზიაში, ბალკანეთში, ახლო აღმოსავლეთში, თურქეთში. სწორი დიაგნოზის დასმისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ლაბორატორიულ დიაგნოსტიკას.
ადამიანი ინფიცირდება ტრანსმისიულად, ტკიპების კბენით და ავადმყოფი ცხოველების სისხლთან და ქსოვილებთან უშუალო კონტაქტით. ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა შესაძლებელია დაავადებული ადამიანის სისხლთან და ბიოლოგიურ სითხეებთან შეხებისას, სამედიცინო მანიპულაციების დროს. დაავადების საწინააღმდეგო ეფექტური ვაქცინა შექმნილი არ არის.
ყირიმ–კონგოს ჰემორაგიული ცხელების ძირითად გადამტანად ითვლება ჰიალომას (Hyalomma,) სახეობის ტკიპები, რომელიც საქართველოშიც არის გავრცელებული. ცხოველები, რომლებზეც ტკიპები პარაზიტობენ (თაგვები, ზღარბები, კურდღლები, ძროხები, ცხვრები, თხები და სხვა) ვირუსის დროებითი რეზერვუარებია. ცხოველი ინფიცირდება დაავადებული ტკიპის კბენისას. მის სისხლში ვირუსი დაინფიცირებიდან ერთი კვირის განმავლობაში ცირკულირებს და ტკიპის შემდგომი კბენისას, ინფექციის გადაცემის ციკლი, ტკიპი–ცხოველი–ტკიპი, გრძელდება. ცხოველებში დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ან ვლინდება აბორტებით.
ადამიანის ორგანიზმში ვირუსი ხვდება ინფიცირებული ტკიპის კბენის, ტკიპთან ექსპოზიციის (გაჭყლეტის), ავადმყოფი ადამიანის და ცხოველის ბიოლოგიურ სითხეებთან კონტაქტის შედეგად. რისკის ჯგუფში შედიან :
სიმპტომები
დამახასიათებელი სიმპტომებია:
მსგავსი სიმპტომების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
დაავადების მძიმე ფორმის შემთხვევაში შესაძლებელია ლეტალური გამოსავალი. ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელებით გამოწვეული დაავადების ლეტალობა 10-40%-ს აღწევს.
პრევენცია
სტატიის გამოყენების პირობები