ახალი ამბები
გორში ქათმისა და კვერცხის ,,მჭამელი" 10 ძაღლი გაუშვეს
ცხოველთა დამცველი ირმა მთიულიშვილი ამბობს, რომ დღეს დილით, ქალაქ გორში, სოფლიდან ჩაყვანილი 10 ძაღლი გაუშვეს.

მანქანის მძღოლმა ძაღლების ჩაბარება ვეტერინალურ კლინიკაში სცადა, რომელიც ირმა მთიულიშვილს ეკუთვნის.  

,,ექვს საათზე ვიღაც მომადგა ჭიშკართან დედაჩემი შეხვდა. დაახლოებით ათი ძაღლი ყოლია მანქანაში: ჩაიბარეთო, სოფლიდან მოვხვეტეო, ზოგო ქათამს ჭამს და ზოგი კვერცხსო." - ამბობს ცხოველთა დამცველი.

მძღოლს აუხსნეს, რომ თუკი სოფელში ძაღლებს აჭმევდნენ, ქათამსა და კვერცხს აღარ მიეკარებოდნენ.

,,მოკლედ, კაცი ამბობდა, რომ დახოცვას უპირებენ სოფელში, შემეცოდნენ და ქალაქში წამოვიყვანეო. ამ კაცს სხვა რა გზა ქონდა, ამ ფორმით გადაარჩინა. მე უკვე ვეღარც ვამტყუნებ ერთი კაცი სოფელს ვერ ააშენებს გარშემო თუ თვითმყოფადი და მოაზროვნე საზოგადოება არ ყავს. რა ვქნაო, დედაჩემმაც. ამ კაცსაც გაუღია მანქანის კარები და ქალაქში გაუშვა. მე კი შეგნებულად არ გამაღვიძა. ეს ერთი კაცი ცნობიერებას ვერ აამაღლებს, ვერც ათ ძაღლს შეიფარებს. სიკვდილს კი ეს გზა არჩია." - აცხადებს ირმა მთიულიშვილი.

თემატური ფოტო.
Print

სტატიის გამოყენების პირობები