ახალი ამბები
გორის ციხეზე პოლიცია და სამედიცინო ბრიგადა გამოიძახეს
გორის ციხიდან 112-ზე შესული შეტყობინება ცრუ აღმოჩნდა. 

შეტყობინების ავტორი აცხადებდა, რომ ციხიდან ვიღაც ხტებოდა და იგი პოლიციას სიტუაციის გარკვევას სთხოვდა.

ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო დახმარების ბრიგადა მივიდა. შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა.

საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებმა ცრუ განგაშის შესახებ, შესაბამისი ოქმი გააფორმეს. შეტყობინების საფუძველზე ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა უკან გაბრუნეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური ადასტურებს, რომ შეტყობინება მართლაც შევიდა, თუმცა ფაქტი არ დადასტურდა.


Print

სტატიის გამოყენების პირობები