ახალი ამბები
პრეზიდენტმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ელჩებთან ,,მცოცავ ოკუპაციაზე" ისაუბრა
საქართველოს პრეზიდენტი აღმოსავლეთ პარტნიორობის საგანგებო დავალებათა ელჩებს შეხვდა

გიორგი მარგველაშვილმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პარტნიორებმა და საერთაშორისო თანამეგობრობამ კიდევ ერთხელ ძალიან მკაცრად დაგმონ რუსეთის ფედერაციის ქმედებები და მკაფიოდ დააფიქსირონ პოზიცია ოკუპაციასთან დაკავშირებით.

საქართველოს პრეზიდენტმა ელჩებთან შეხვედრისას ასევე ისაუბრა აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ სამიტზე, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესზე და იმ შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომელიც უნდა გადაიდგას ამ მიმართულებით.

განიხილეს საქართველოს შიდა პროცესები და საკონსტიტუციო რეფორმის საკითხები. კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ამ პროცესში მხარეებს შორის უაღრესად მნიშვნელოვანი კონსენსუსის მიღწევაა.

პრეზიდენტთან შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე და პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები