ახალი ამბები
ბოლო ერთ თვეში გამყოფ ხაზთან 28 მოქალაქე დააკავეს - 13 არის ცხინვალის მხრიდან
ერგნეთის 78-ე შეხვედრიდან 79-ე შეხვედრამდე გამყოფ ხაზთან რუსეთისა და დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა 28 მოქალაქე დააკავეს.

აქედან, 13 მოქალაქე დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის დაქვემდებარებულ ტრიტორიიდან ცდილობდა საქართველოს კონტროლირებულ ტერიტორიისკენ გადასვლას.

ამის შესახებ დღეს, ერგნეთში გამართულ შეხვედრაზე ცხინვალის მთავრობის წარმომადგენელმა, მურად ჯიოევამ განაცხადა.

78-ე შეხვედრა 7 ივნისს, ხოლო 79-ე შეხვედრა 11 ივლისს გაიმართა.

ევროკავშირის სადამკვიდვებლო მისიის ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ გამყოფ ხაზთან მოქალაქეთა დაკავევების ფაქტები კვლავ მაღალია.

ევროკავშირის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე აღინიშნეს, რომ დაკავევების რაოდენობა მაღალია როგორც წინა თვესთან შედარებით, ასევე, გასული წლის ანალოგიურ პერიოდის მონაცემებთან შედარებით. ასევე, გაორმაგებულია სადამკვირვებლო მისიის ცხელ ხაზზე მიმართვიანობის რაოდენობაც.
Print

სტატიის გამოყენების პირობები