ახალი ამბები
სტალინის გამზირზე დაბზარულ ასფალტს ,,ამაგრებენ" (VIDEO)
ქალაქ გორის მერიის დაკვეთით სტალინის გამზირზე ასფალტი ,,გაამაგრეს".

საგზაო სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებმა მთავარ ქუჩაზე პოლიმერმოდიფიცირებული ქვანახშირის ფისზე ბაზირებული დამცავი ემულსია მოასხეს.

ტექნიკის სიძველის გამო სამუშაოები ბოლომდე ვერ მიიყვანეს. პულველიზატორიდან ბიტუმის ემულსიამ დენა მოულოდნელად შეწყვიტა.

ბრიგადის ზედამხედველის მითითებით, მილში ემულსია იმ შემთხვევაში იმოძრავებდა, თუ პულველიზატორის (შესასხურებელი მოწყობილობა) მანქანა იმოძრავებდა.

სამშენებლო ლიტერატურის მიხედვით, ემულსია ამცირებს რემონტის საჭიროებას და ახანგრძლივებს ასფალტის საფარი საექსპლუატაციო ვადას.


Print

სტატიის გამოყენების პირობები